ABS Legal არეგისტრირებს თქვენს კომპანიას, გეხმარებათ ბინადრობისა და შრომით საქმიანობის ნებართვების მიღებაში, გთავაზობთ იურიდიულ მისამართს და გაკავშირებთ სანდო ბუღალტრებთან.
ჩვენ ვარეგისტრირებთ თქვენს ბიზნესს და გეხმარებით საქმიანობის დასაწყებად ყველა საჭირო პროცედურის გავლაში.
შრომითი საქმიანობის ნებართვიდან ბინადრობის მოწმობის მიღებამდე — დაგეხმარებით, საქართველოში საქმიანობა კანონის მოთხოვნების დაცვით წარმართოთ.
რეგისტრირებული მისამართი თბილისში თქვენი კომპანიისთვის, წერილების მიღებისა და გადამისამართების მომსახურებით.
საბუღალტრო მომსახურება ხორციელდება ABS-თან თანამშრომლობით — ქართულ საბუღალტრო და საგადასახადო საკონსულტაციო კომპანიასთან, რომელიც 2013 წლიდან საქმიანობს.
იურიდიული კონსულტაცია, რომელსაც საგადასახადო ცოდნაც ამყარებს — დაგეხმარებით, თქვენი საქმიანობისთვის საუკეთესო გზა შეარჩიოთ.
20 წელზე მეტი გამოცდილება ბიზნესისა და ფიზიკური პირების მხარდაჭერაში საქართველოს იურიდიულ და საგადასახადო საკითხებში.
პროფესიული მხარდაჭერა, რომელიც გიზოგავთ დროს, ძალისხმევასა და ზედმეტ ნერვიულობას.
ABS Legal — თბილისში დაფუძნებული იურიდიული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს საქართველოში იურიდიულ მომსახურებას უწევს, მათ შორის ბიზნესის რეგისტრაციის, იმიგრაციისა და სხვა სამართლებრივი საკითხების მიმართულებით. 2011 წელს დაარსებული ABS Legal მჭიდროდ თანამშრომლობს ABS-თან — საბუღალტრო და საგადასახადო საკონსულტაციო კომპანიასთან, რომელიც 2013 წლიდან არის ბაზარზე. ეს თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, ერთ სივრცეში გავაერთიანოთ იურიდიული, საგადასახადო და ფინანსური ექსპერტიზა და კლიენტებს საქმიანობისთვის სრულყოფილი მხარდაჭერა შევთავაზოთ.
ნიკოლოზ დუმბაძე საგადასახადო და ბიზნეს მრჩეველია, რომელსაც საქართველოში ბიზნესის დაფუძნების, საქმიანობის წარმართვისა და განვითარების მიმართულებით 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს.
დიახ, თუ საქმიანობთ როგორც ინდივიდუალური მეწარმე და თქვენი საქმიანობა შეესაბამება მცირე ბიზნესის სტატუსის მოთხოვნებს. თუმცა, სტატუსით სარგებლობის შესაძლებლობა დამოკიდებულია თქვენი საქმიანობის სახესა და ბევრ სხვა გარემოებებზე. გირჩევთ, წინასწარ მოგვმართოთ საგადასახადო კონსულტაციისთვის, რათა დაადგინოთ, შეესაბამება თუ არა თქვენი საქმიანობა 1%-იანი დაბეგვრის რეჟიმს.
მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება ინდივიდუალურ მეწარმეს და, შესაბამისად, უშუალოდ თქვენს პიროვნებას უკავშირდება. თუ დარჩებით სხვა ქვეყნის საგადასახადო რეზიდენტად, თქვენი შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს იქაც. სასურველია საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობის საკითხიც განიხილოთ, თუ გეგმავთ ამ სტატუსის გამოყენებას.
მარტივად რომ ვთქვათ, შპს იბეგრება მისგან გამოტანილი თანხებიდან დაახლოებით 20%-ით. შესაბამისად გადასახადის გადახდა გიწევთ შპს-დან ხელფასის, დივიდენდის ან სხვა სახის განაცემის განხორციელებისას. ამასთან საქართველოში არ ხდება მოგების გადასახადის წლიურად გადახდა, რაც დამახასიათებელია სხვა ქვეყნებისთვის, რაც საშუალებას გაძლევთ, არ გადაიხადოთ გადასახადი, თუ მოგება შპს-დან არ გაგაქვთ და ახორციელებთ მის რეინვესტირებას.
დიახ, ჩვენ გვაქვს გამოცდილება ბიზნესებისთვის ამ საშეღავათო სტატუსების მიღების პროცესში. თუმცა, მთავარი საკითხია, თქვენი საქმიანობა რეალურად აკმაყოფილებს თუ არა მოთხოვნებს. გირჩევთ, პირველ რიგში მოგვმართოთ საგადასახადო კონსულტაციისთვის, რათა დავადგინოთ, მოგცემთ თუ არა შესაბამისი სტატუსი მოსალოდნელ სარგებელს.
შპს-ს ან ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, ჩვეულებრივ, შესაძლებელია ერთ სამუშაო დღეში. დისტანციური რეგისტრაციაც შესაძლებელია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობით.
ეს დამოკიდებულია თქვენს საქმიანობასა და საქართველოში საქმიანობის ფორმაზე. ზოგიერთ ინდივიდუალურ მეწარმეს, რომელიც მომსახურებას მხოლოდ უცხოურ კლიენტებს უწევს, შესაძლოა არ სჭირდებოდეს სამუშაო ნებართვა, მაშინ როცა საქართველოში მოქმედ მეწარმეებსა და საქართველოდან მომუშავე შპს-ის დირექტორებს შესაძლოა სჭირდებოდეთ შესაბამისი ნებართვები. დაგვიკავშირდით და თქვენი შემთხვევის შეფასების საფუძველზე შესაბამის გზას შემოგთავაზებთ.
ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება, ჩვეულებრივ, მარტივი და შედარებით სწრაფი პროცესია. შპს-ის ლიკვიდაცია შეიძლება გაცილებით რთული და ხანგრძლივი იყოს. თუ დახმარება გჭირდებათ, დაგვიკავშირდით — ჩვენი გუნდი განიხილავს თქვენს საკითხს.
სტატიები საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის, ნებართვებისა და გადასახადების შესახებ.
შეავსეთ იმდენი ენა, რამდენიც გსურთ. თუ ენის ველი ცარიელი დარჩება, სტატია არ გამოჩნდება საიტის იმ ენობრივ ვერსიაზე.
მოგვწერეთ თქვენი საკითხის შესახებ და ჩვენი წარმომადგენელი, როგორც წესი, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაგიკავშირდებათ.